კრამონი: კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ „კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში“.

მისი თქმით, ევროპარლამენტი კანონპროექტის შესახებ პოზიციას რეზოლუციებში დააფიქსირებს.

„ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, – წერს კრამონი.


საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი გუშინ დაუჭირა.