კრამონი: საქართველოს მთავრობამ ნიღაბი მოიხსნა...

პუბლიკა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა ამ პოზიციას ხალხი არ მიიღებს.

„ყველა ნიღაბი მოხსნილია, მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, საქართველოს მთავრობა მოწადინებულია საბოტაჟი მოუწყოს ქვეყნის ევროპულ მომავალს. მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ქვეყნის მთავრობისგან ძალიან განსხვავდება. ყველა გავიდა გარეთ და ყველამ გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ. და არამხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენს ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. და საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. პარლამენტში მყოფებმა უღალატეს მოსახლეობას, მათ აიძულეს საქართველოს მოსახლეობა, რომ გავიდნენ ქუჩაში მოითხოვონ ის რასაც ითხოვენ, – ამბობს კრამონი