კრემლის მომხრე ანალიტიკოსი „უცხოურ აგენტად“ გამოცხადდა

პუბლიკა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კრემლის მომხრე ექსპერტი სერგეი მარკოვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.

Meduza-ს ინფორმაციით, „უცხოელ აგენტთა“ სია 22 აგვისტოს გაფართოვდა.

სერგეი მარკოვი ერთ დროს დუმაში „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი იყო და 2012 წლის არჩევნების დროს პუტინის ნდობით აღჭურვილი სპიკერი იყო.

დღეს ის ამერიკულ და ბრიტანულ მედიაში ნაცნობი კომენტატორია, ჩვეულებრივ, მას ციტირებენ, როგორც პროკრემლისტურ ექსპერტს.

Meduza წერს, რომ მარკოვის „აგენტად“ გამოცხადება, შესაძლოა, კავშირში იყოს მისი მხრიდან აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ კომენტარებთან.

გამოცემის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მარკოვის განცხადებები მუდამ აზერბაიჯანული ნარატივის მხარეს იხრებოდა.