კრემლმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ - ფოტიგა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, „ტვიტერზე“ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ის წერს,  რუსეთმა უნდა იცოდეს რომ უკრაინის სუვერენულობასა და დამოუკიდებლობისთვის დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს.

„რუსეთის აგრესია მას აქცევს კანონგარეშე, თაღლით სახელმწიფოდ. კრემლმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მისი დამოუკიდებლობა. ხოლო რუსეთის საბოლოო დამარცხების შემდეგ,  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ 1939, 2008 ან 2014 აღარასდროს განმეორდეს” – წერს ევროპარლამენტარი.