კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

კრისტიან დანიელსონი შეხვედრას მართავს პარტია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.


კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს, გამთენიას ჩამოფრინდა. დილიდან ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „ქართულ ოცნებას“. გუშინ დანიელსონი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ნაწილს. მან განცხადებები გააკეთა მედიისთვისაც. ის საქართველოს 14 მარტს დატოვებს.