მედიატორ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა. ის პარტიებთან აუდიენციებს ჯერ ისევ ინდივიდუალურ რეჟიმში გამართავს.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკელებს“ შეხვდება.
კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამჟამად კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.