კრისტიან ერიქსენი გონზეა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია – ეს ინფორმაცია დანია ფინეთის მატჩზე შეკრებილ გულშემატკივარს სტადიონის ტაბლოზე დაუწერეს და ადგილობრივმა დიქტორმაც გამოაცხადა.
დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი ფინეთთან საფეხბურთო მატჩისას, შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და დაეცა. შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე მოხდა.
ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის სტადიონზე გულშემატკივარი რჩება და ელის ინფორმაციას მატჩის გაგრძელება-შეწყვეტის შესახებ.