ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ორით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ათით გაიზარდა. დღეისთვის კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობას.
„ჩვენი ცენტრის მონაცემებს გეტყვით. ჩვენთან 40 პაციენტი გადის მკურნალობას. 40 დან 35 დადასტურებულია. ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჟანგბადის საჭიროება მოიხსნა და მდგომარეობა დასტაბილურდა. თუ ასე გაგრძელდა, მალე გაწერაზეც ვისაუბრებთ. მძიმე პნევმონიით 2 პაციენტი გვყავს. მათი მდგომაროება ჯერჯერობით სტაბილური არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია თქმით, ბოლო 24 საათში დადასტურებულ ორი შემთხვევიდან ერთ თეთრწყაროს უკავშირდება, ერთი კი საკარანტინო ზონიდან არის გადმოიყვანილი.