შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“- ის მობილურ აპლიკაციაში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა, შეგიძლიათ მიმართოთ სწრაფი რეაგირებისთვის.
აპლიკაცია ერთი წელია, არსებობს და დაინტერესებულ ადამიანებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
როგროც კვლევები აჩვენებს, კრიზისის დროს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკი იზრდება, ამიტომ შეგახსენებთ 112-ის მობილური აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ოჯახში ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფად შეგიძლიათ მიმართოთ.