„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სიტყვით გამოვიდა.
“ჩემი ბრწყინვალე მოგონებები უკავშირდება კალანდობასდას, არაჩვეულებრივ ტრადიციას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მე დავპირდი ჩემს შვილებს, რომ შემდეგ კალანდობას აუცილებლად მათთან აქ შევხვდები, რათა მათ ნახონ ეს ულამაზესი ტრადიცია”. – თქვა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, “ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება – მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს – ჩამონათვალი ძალიან დიდია.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს – ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად”. – თქვა პარლამენტის თავმჯდოარემ.