კულება: NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გაწევრების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები  გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს გადაწყვეტილება ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრების შესახებ მეტი სიცხადე იყოს“, – წერს ის.

ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში NATO-ს სამიტზე გამოცხადდება.