კულებას თქმით, რუსეთის პოზიციაა, რომ უკრაინის დანებების გარეშე ცეცხლი არ შეწყდება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ლავროვთან შეხვედრისას მისი სურვილი იყო, ჰუმანიტარულ საკითხებზე ესაუბრა, რომელიც მწვავედ დგას უკრაინის ზოგიერთ ქალაქში. ასევე, მისი თქმით, შეხვედრიდან გამომდინარე, ამბობს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არაა.

„მე დღეს მოვისმინე, რომ ცეცხლის შეწყვეტა პუტინის მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული. მათ სურთ, რომ უკრაინა დანებდეს.

ჩვენ მზად ვართ კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე მუშაობისთვის, მაგრამ, სანამ ის არ ჩანს, ჩვენ თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ და დავიცავთ ჩვენს მიწას რუსული აგრესიისგან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას სურდა, მოეძებნა გადაწყვეტის გზები უკრაინის ქალაქებში შექმნილი ტრაგიკული ჰუმანიტარული სიტუაციისთვის.

კულებას თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მარიუპოლის მოსახლეობა და ლავროვთან შეხვედრაზე მათთვის ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაზე გამოსავლის პოვნა სურდა, თუმცა სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.

„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა ვერ აიღო ეს ვალდებულება თავის თავზე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა“, – განაცხადა კულებამ.