კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ელისო ბოლქვაძე აირჩია.

ბოლქვაძის კანდიდატურას 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო.