„კულტურის მეგობართა ჯგუფის ფორმირება“ - რას ითვალისწინებს კომიტეტის სამოქმედო გეგმა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 29 მარტს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სამოქმედო გეგმა შემდეგ საკითხებს ითვალისწინება:

  • პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში კულტურის მუშაკთა ხელშეწყობის მიზნით, კულტურის მოკლევადიანი პოლიტიკის შემუშავება და გასატარებელ ღონისძიებათა დოკუმენტის ინიცირება.
  • ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ქართული
    კულტურის საერთაშორისო პოპულარობის გაზრდის მიზნით
    გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და „საქართველოს კანონში
    კულტურის შესახებ“ ცვლილებების მომზადება.
  • კულტურისა და ხელოვნების ინდუსტრიების განვითარებისა და ტექნოინოვაციური სისტემების დანერგვის, წარმოების განვითარების, ქართული კინოინდუსტრიის პოტენციალის გაზრდის, დიზაინის, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების, საკონცერტო საქმიანობის წასახალისებელი დოკუმენტისა და კულტურის ცალკეული დარგების კომერციალიზაციის მიზნით სათანადო კანონმდებლობის შემუშავება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება კულტურასთან საზოგადოების ფართე წრეების წვდომისა და დეცენტრალიზაციის ღონისძიებათა გასატარებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად;
  • კულტურის სფეროში მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის გააქტიურებისა და ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით, კულტურის დაფინანსების თანამედროვე სისტემების სტიმულირება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება;
  • კულტურასა და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად „საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ შემუშავება მასმედიაში კულტურული ღონისძიებების გაშუქებისა და პროცესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებების შეტანა;
  • კულტურის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის გასააქტიურებლად კულტურის მეგობართა საზოგადოებრივი ჯგუფის ფორმირება;
  • ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების კონცეფციის შემუშავების მიზნით, კომიტეტში ხელოვნებისა და კულტურის მუშაკების სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ცვლილებების შემუშავება საქართველოს კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
  • გასვლითი შეხვედრები რეგიონული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემების შესასწავლად;
  • საგამომცემლო და საბიბლიოთეკო საქმიანობის მონიტორინგი, „საქართველოს კანონში გრანტების შესახებ“ ცვლილებების შეტანა, რეკომენდაციების შემუშავება ამ სფეროში ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
  • მუზეუმებსა და საგამოფენო საქმიანობაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და კანონებში „მუზეუმების შესახებ“ და კანონში „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და შემოტანის შესახებ“ ცვლილებების განხორციელება;
  • სახელმწიფო დოტაციაზე არსებული თეატრების მდგომარეობის მონიტორინგი და ცვლილებების მომზადება „თეატრების შესახებ“ კანონში შესატანად;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კულტურის დიპლომატიის გააქტიურება და მონიტორინგი ინფორმაციის მიწოდებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში კულტურის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე. დელეგაციების ევროსაბჭოში ვიზიტის ფარგლებში კულტურული პროგრამების განხორციელება, მაგ.: ქართული კინოს კვირეული, თეატრალური დადგმები, წიგნების გამოფენა, სახვითი ხელო ვნების გამოფენები, ქართული ფოლკლორის საღამოები, საშემსრულებლო ხელოვნება;
  • კულტურის საკითხებზე მომუშავე დარგობრივი სათათბირო ჯგუფებისა და ექსპერტთა საბჭოს შექმნა, სამუშაო გრაფიკის შემუშავება.

სამოქმედო გეგმა სრულად იხილეთ ბმულზე.