კულტურის სამინისტრო ანსამბლებისთვის ტრადიციული სამოსის შეძენას გეგმავს

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო მასზე დაქვემდებარებული ანსამბლებისთვის ტრადიციული სამოსის შეძენას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 205 760 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ტრადიციული სამოსის შეძენა 14 ანსამბლისთვის იგეგმება. მათ შორის არიან: ,,ბერმუხა”, ,,ერისიონი”, ,,რუსთავი”, ,,სუხიშვილები”.

თითოეული ანსამბლისთვის სამოსის დასახელება და რაოდენობა განსხვავებულია.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამოსის ზუსტი აზომვა.

თბილისში მოღვაწე ანსამბლებს გამარჯვებული კომპანია მიაკითხავს ადგილზე. აღმოსავლეთის ანსამბლები თბილისში ჩამოვლენ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მოხდება ზომების აღება.

დასავლეთის ანსამბლები ჩამოვლენ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც კომპანია უნდა ჩავიდეს.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ანსმბლებისთვის ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატშიც ისაუბრა.