კულტურის სამინისტრომ მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პროექტებია:

  1. „ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“, განმახორციელებელი – სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;

  2. „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში”, განმახორციელებელი – სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;

  3. „თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი”, განმახორციელებელი – შპს კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი;

  4. „თბილისის კამერული მუსიკის XVI ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მუსიკალური საზოგადოება;

  5. „შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ივერ-კლასიკ;

  6. „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი – ლირა;

  7. „XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ არტ პლუსი;

  8. „XXV საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი – საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, განმახორციელებელი – სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

  9. „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2022″, განმახორციელებელი – სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სიმფონიეტა;

  10. „TBILISI PIANO FEST – თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ თბილისი პიანო ფესტ.

სამინისტროს ცნობით, კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 1 100 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 18-მა განმცხადებელმა მომართა.