79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე ჩამოყალიბებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროში – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ. აღნიშნული სამინისტროები ჩაითვლებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.