კუპრაძე: მსგავსი ტრაგედიები არის შედეგი იმ ძალადობრივი, ჰომოფობური, თავსმოხვეული ნარატივისა, რომელიც ასაზრდოებს ზიზღს ამ ქვეყანაში

პუბლიკა

,,ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ტრაგედიები არის შედეგი იმ ძალადობრივი, ჰომოფობური, თავსმოხვეული ნარატივისა, რომელიც ასაზრდოებს სიძულვილს და ზიზღს ამ ქვეყანაში და რაც მომდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს სიძულვილი, გათიშვა, დაპირისპირება, რაზეც დგას დღეს „ქართული ოცნება“, უნდა დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებით მათ შორის და უნდა იყოს საკმარისი ტრაგედიები იმისთვის, რომ გავიაზროთ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა“, – თქვა მან TV პირველთან.


ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

„პუბლიკისთვის“ შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.