„ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.
კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და „გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა.
„დღეს თბილისელებს აქვთ შანსი, რომ ამ უკანონობას და უსამართლობას გამოვგლიჯოთ თბილისი, მე ეს სიტყვა ერთხელ ვახსენე და მთელი კასკადი მოჰყვა… დიახ, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს და არ დავუთმოთ, იმიტომ, რომ დღეს ეს ქალაქი იმსახურებს ევროპულ მომავალს, ეს ქალაქი იმსახურებს ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობილ მომავალს და არა რუს მერს, რუსული მთავრობით.
ამ წინააღმდეგობაში მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები მზად, რომ არ დავზოგოთ საკუთარი თავი, რომ ვიყოთ ბოლომდე წინააღმდეგობაში და შევძლოთ გამარჯვება. თბილისის გამოგლეჯა არის შესაძლებელი საქართველოსთან ერთად”, – განაცხადა კუპრაძემ.