„კურიერის“ ინფორმაციით, უკრაინის ელჩი თბილისში დაბრუნდა

პუბლიკა

„კურიერის“ ინფორმაციით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისში დაბრუნდა. „რუსთავი 2“ მის კადრებს ავრცელებს.

„კურიერის“ ჟურნალისტის ცნობით, ელჩი თავის საცხოვრებელ რეზიდენციასთან, დღეს, 14 მარტს საღამოს გადაიღეს. ელმა დოლგოვმა ტელევიზიას კომენტარი არ მისცა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი 1 მარტს კონსულტაციებისთვის გაიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.