უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკი ოლქში, 1250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.
„ჯამში, ეს ოპერაცია გახდა ყველაზე დიდი ინვესტიცია რუსული ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლებაში. ერთ ოპერაციაში უკვე გვყავს რუს ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობა“,- აცხადებს ზელენსკი.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევის მეორე კვირა დაიწყო – გავრცელებულ ცნობებს რუსეთის რამდენიმე ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ევაკუაციის გამოცხადება მოჰყვა. ამ დროისთვის, დაახლოებით, 120 000-მდე ადამიანმა საზღვრისპირა დასახლებები დატოვა.
ტერიტორიული კონტროლის მოპოვების შესახებ უკრაინა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, მათ სხვისი ტერიტორიები არაფრად სჭირდება და იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას.