თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, 16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით – 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.