კვარაცხელია განაცხადშია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო, წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ განაცხადშია „ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც კლუბს ბოლო ორი მატჩია, ტრამვის გამო ვერ ეხმარება. თუმცა, როგორც იტალიური მედია წერს, იგი, სავარაუდოდ, შაბათს სერია ა-ს 2022 წლის ბოლო მატჩის სათამაშოდ, მზად იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო შერატონში პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.