„კვირის ბოლოს კონკრეტულ გეგმას დავდებთ“ - ნიკა მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით კვირის ბოლოს საზოგადოებას განუცხადებენ კონკრეტული გეგმის შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე განაცხადა.

„კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, უახლოესს მომავალში ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა და ოლიგარქის მმართველობისგან გათავისუფლდება.

„წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს „რობოკოპები“ ჰყავს და რატომ ვერ ვერევით, არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.