რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ კვირის დასაწყისში კლინიკაში სულ 3 ინფიცირებული პაციენტი იყო, რამდენიმე დღეში კი მოიმატა და 17 გახდა.
ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლოს 24 საათში სულ 15 ახალი შემთხვევაა.
„დღეს მოგვივიდა დაახლოებით 40-მდე ტესტის პასუხი, სულ 6 პაციენტს ჰქონდა დადასტურებული. ინფიცირებულების წყაროების ნაწილი ცნობილია. ახალი შემთხვევებიდან რამდენიმეს ინფიცირების წყაროების მოძიება მიმდინარეობს, ამას NCDC კარგად ართმევს თავს და დარწმუნებული ვარ, ახლაც გაართმევს. ახალი შემთხვევებიდან 2 არის მედპერსონალი – კლინიკის ექთნები. დანარჩენი კოვიდცენტრებიდან შემოსული პაციენტებია.
დღეს 50 ექიმი, ექთანი და სანიტარი ისევ გაიტესტა. როგორც კი პირველი შემთხვევა აღმოჩნდა ჩვენთან, მაშინვე დავიწყეთ სასწრაფო რეჟიმში მთელი „სტაფის“ გატესტვა იმისთვის, რომ არ გაგვეპაროს არც ერთი შემთხვევა. თუმცაღა ახალი დამთავრებული გვქონდა სრული ტექსტირება, დაახლოებით 2 დღის და ყველა გატესტილი გვაყვდა. ყველა ნეგატიური იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსს ეს არ აინტერესებს. პასუხები ხვალ გვექნება, ცხელების ცენტრიდან დღესაც შემოვიდა რამდენიმე და მათი პასუხებიც ხვალ იქნება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
როგორც ის ამბობს, რესპუბლიკურ კლინიკაში ინფიცირებული 17 პაციენტიდან, 6 არის მედპერსონალი.