საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული მორიგი დასკვნა წარმოადგინა.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმის წევრებმა რამდნეიმე დღის წინ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შეამოწმეს.
„სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. ამიტომ დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტისას არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკანეტოზურ მკურნალობაზე. თუმცა კვლავ შესურულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ხირციელდება.
ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა მდგომარეობა, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ რომ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი. ამიტო შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ამ ეტაპზე ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი, “- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კონსილიუმის წევრი 5 ექიმი იმყოფებოდა, თუმცა განხილვაში მონაწილეობას იღებდა 8 ექსპერტი.