2018-დან 2021 წლამდე პერიოდში ხალხი მეტად პოზიტიურადაა განწყობილი უმცირესობებისადმი – ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დღეს წარმოადგინა კვლევის, „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში“ ძირითადი მიგნებები.
კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში 2018-2021 წლებში მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70%-მდე გაიზარდა. მათ შორის, ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით გაიზარდა 56-დან 68%-მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში – 46-დან 60%-მდე.
33-დან 47%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც LGBTQ+ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” განხორციელდა საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.