კვლევები პლაქველინთან დაკავშირებით გრძელდება - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქველინი კორონავირუსის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი მედიკამეტების სიიდან ამოიღო. აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ფეისბუქის ლაივის დროს უპასუხა.

მისი თქმით, პლაქველინი ახალი მულტიცენტრული კვლევიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო. ამ კვლევაში ოთხი პრეპარატი დარდება ერთმანეთს – რემდესივირი, პლაქველინი და ორი შიდსის ანტირეტროვირუსული პრეპარატი. კვლევაში ჩართულია საქართველოც.

„ისინი დაეყრდნენ ლანცეტში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევას პლაქველინთან დაკავშირებით. ამ კვლევის გამო მულტიცენტრული კვლევიდან პლაქველინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო, მაგრამ პლაქველინთან დაკავშირებით ამ ტიპის ბევრი  სხვადასხვა კვლევა მიმდინარეობს.

რადგან დიდი საერთაშორისო მტკიცებულება დაიდო, რა თქმა უნდა, ჯანმომ გაითვალისწინა ეს. თუმცა ვიმეორებ, რომ კვლევები პლაქველინთან დაკავშირებით გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქველინი კვლევიდან ამოიღო, მედიკამენტის გამოყენება საქართველოშიც შეჩერდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტს არ გამოიყენებენ იქამდე, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს.

მისი თქმით, პლაქვენილს, ჯერჯერობით, რიტონავირი/ლოპინავირი ჩაანაცვლებს. პაციენტებში, რომლებიც პლაქველინს იღებდნენ, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

პლაქველინის ამოღებაზე გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მიიღო. ჯანმო გადაწყვეტილების მიღების დროს მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალ ლაცენტრში გამოქვეყნებულ კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც პაციენტებში, რომლებიც  პლაქვენილს შემთხვევითი შერჩევის წესით იღებდნენ, სიკვდილიანობა გაიზარდა.