დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს უკვე 19 ლაბორატორიაა და გაფართოვდა ტესტირების არეალი. მისი თქმით, სამწუხაროდ, ლაბორატორიებში დადებითი შემთხვევები გაიპარა, ამიტომ ახლა გარე კონტროლის სისტემაა ამუშავებული.
„გაფართოვდა ტექსტირების არეალი. მოგეხსენებათ, დღეს უკვე 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას ქვეყანაში და იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს და იყო ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ. ჩვენ სერიოზულად დავიწყეთ, ლუგარმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ სერიოზულად, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული ე.წ. როცა გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, დადებითები საკარანტინო სივრცეებში იქნენ გადაყვანილი.
ჩვენ ყველა ახალ ლაბორატორიაში პირველ დადასტურებულ შემთხვევებზე გადამოწმებას ვაკეთებთ, როგორც წესი. ასევე, ე.წ. საკონტროლო პანელები ურიგდებათ ლაბორატორიებს და ორმაგი კონტროლი ხდება. რა თქმა უნდა, იცით, რომ მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერი არ არის და სამწუხაროდ, შესაძლებელია მოხდეს გარკვეული შეცდომა ხოლმე. თავი რომ დავიზღვიოთ და გადავიზღვიოთ ამ შეცდომებისგან, ურთიერთკონტროლი აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.