ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონ“ შტამის 816 შემთხვევა.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა  25 745 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს.

დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.57%.