საქართველოს პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენის დროს დეპუტატი ლადო კახაძე ქართული ცირკის გაძლიერების და იავნანას ფესტივალის დაარსების ინიციატივით გამოვიდა.
„ქართული ცირკი, ვიხუმრებ: პოლიტიკურ ცირკზე არ ვლაპარაკობ, ქართული ცირკი, რომელიც იყო და საერთოდ საცირკო ხელოვნება, რომელიც მხოლოდ ხელოვნება არ არის: ხელოვნებაა, სპორტია, მეცნიერება, განათლება… არსებობს ამის პოტენციალი და ბავშვების სასწაული, დაუოკებელი სურვილი, უყურონ, გაერთონ, თავიანთი ემოცია გამოხატონ.
ახლა ჩემი სურვილი: ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სული მოვიხმეთ ჩვენ და დიდი მადლობა მის სულს და თქვენ დაუვიწყრობისთვის კარგი, დიდებული თაობის.
განსაკუთრებული ფენომენია სიმღერა დედისა და ახალდაბადებულს შორის, ქართული „ნანას“ ფენომენი ჰქვია ამას. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და მაქვს პატივი, ძალიან ბევრი „ნანა“ მომესმინა სხვადასხვა კუთხეში, ამერიკა იქნება, აფრიკა, ევროპა, აზია იქნება, ავსტრალია, აქ ყველგანაა.
ბატონ ანზორთან გაზიარებული მქონდა და თანხმობა მქონდა მიღებული. იქნებ საქართველომ ეს ფესტივალი მსოფლიო საარაკო ფესტივალი პლატფორმად დავახვედროთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ ამ ნიჭის მნიშვნელობა, დედებსა და შვილებს შორის ურთიერთობა მშვიდობისთვის რომ იყოს ერთ-ერთი კარგი პლატფორმა“, – განაცხადა კახაძემ.
პარლამენტი თეა წულუკიანის მინისტრის საათის ფორმატში უსმენს.