საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა
2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 690 ინდივიდს აღწევს.
„ეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია” – ამბობენ სამინისტროში.