ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მამაკაცი მოკლეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მამაკაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის ძმისშვილია.