ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიხრჩო

პუბლიკა

ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიხრჩო. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.