ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.
მერიის ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.