ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება.
„ვულოცავ მოლდოვას და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ეს ძალიან კარგი სიახლეა უკრაინის, მოლდოვისა და სრულიად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. გზა იქნება გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებით დაწყებას”, – წერს ლაიენი.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.
ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.