ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.
„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ეს ინფორმაცია. დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”,- წერია ლაიფციგის წიგნის ბაზრობის Twitter-ის გვერდზე.
ორგანიზატორების ცნობით, წინა წელს ლაიპციგის წიგნის ბაზრობამ 286 000 ვიზიტორს უმასპინძლა.