გურიაში, ლანჩხუთში, ავტოავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უცნობია, მძღოლი უკვე დაკავებულია, თუ არა.