ლანჩხუთში ენმ-ის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის მდივანსა და მის ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.