ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ლიეტუვა საქართველოში გამართულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს.
„პირველი, ჩვენ საქართველოში გამართულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე: ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ იმისთვის, რომ ქვეყნებმა ვიცოდეთ, როგორ უნდა განვსაზღვროთ არჩევნები, რა გზაზე აყენებს ის საქართველოს. ჩვენთვის საჭიროა, გვქონდეს მკაფიო პასუხები, რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, ამისთვის გვჭირდება გამოძიება.
თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც რაღაცას ამბობს. თუ მათ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია, მათ შორის, სანქციებიც რთული იქბება. არ არსებობს ამისკენ ადვილი გზა. ევროპამ თავის თავს უნდა ჰკითხოს – ხომ არ მოვახდინეთ საკუთარი თავის იზოლაცია, რატომ არ შეგვიძლა, ვიპოვოთ გამოსავალი საქართველოსთვის“. – განაცხადა გაბრიელუს ლანდბერგისმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის სხდომაზე მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.