ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 3.13 ლარი ღირს, ერთი ევრო კი – 3.50 ლარი.
დღეს 1 დოლარი 3.01 ლარი ღირდა, ერთი ევრო კი – 3.42 ლარი.
10.57 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც.
დღევანდელი კურსი ხვალიდან შევა ძალაში.