ლარი დოლართან, ევროსთან და ფუნტთან მიმართებით გაუფასურდა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.49 თეთრით გაუფასურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დოლარის ღირებულება 3.1140 ლარს შეადგენს.  ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.31 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5229 ლარამდე გაიზარდა. ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი 1.53 თეთრით გაუფასურდა. ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება 4.1064 ლარი გახდა.

9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 10 დეკემბრიდან შევა ძალაში.