ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით, ევროსთან - 5 თეთრით გაუფასურდა

პუბლიკა

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასრუდა. დოლართან 4 თეთრით, ევროსთან კი – 5 თეთრით.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7246 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0434 ლარი შეადგინა. 4 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისი ოფიციალური კურსი 28 მაისს 3.0058 ლარია.

დღეს მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0518 ლარი შეადგინა.