ლარი გაუფასურებას განაგრძობს

პუბლიკა

ერთ ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებში ვკითხულობთ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4118 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3846 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0044ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ უფრო მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც მისი ღირებულება 3,47-ს აჭარბებს.