ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრება, გადაინაცვლებს საკარანტინო ზონაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ამ რეალობიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს – ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.