„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება.
„ინტერპრესნიუსის” ცნობით, ცანავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
„გასაგებია, რატომაც დამაკავეს. “მოდულის” შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის – ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაიწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო.
მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი”.
ლაშა ცანავა 30 ივლისს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.