„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ში ამბობენ, რომ ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხარტიშვილი „უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს“ დააკავეს, ალუბლების ქუჩაზე.