სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებული „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადადო. იქამდე კი ჩხარტიშვილი გათავისუფლებულია.
ჩხარტიშვილის ადვოკატმა მტკიცებულებების სახით პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერის სახით წარდგენა და პროცესის გადადება მოითხოვა.
ჩხარტიშიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი დაკავება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. გამოძიება მას ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.
დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში გარემოვაჭრეებიც მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფოტოსაც აქვეყნებს და გარემოვაჭრეებზე წერს, რომ: ლაშას თუ დააჯარიმებს სასამართლო, ფულს ჩვენ შევაგროვებთო.
დღეს, 3 იანვრას აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავდნენ. ისინი 31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და გასართობი ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები ასევე სოლიდარობას უცხადებდნენ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც თბილისის მერიამ მოსთხოვა, რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.
გარემოვაჭრეთა ნაწილი აცხადებდა, რომ „იქ ვერ გაყიდიდნენ ბუშტებს, სადაც შვილმკვდარ მამა ტიროდა“.