„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი 10 ივნისისთვის გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
ლაშა ჩხარტიშვილი, დღეს, 25 მაისს ალუბლების ქუჩაზე „უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს“ დააკავეს.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.