ლაშა ჩხარტიშვილს 8 - დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლემ, ვალერიან ფილიშვილმა  რვა დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.